სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
12-04-2023
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დიდი ყურადღება ეთმობა.

შესაბამისად სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

„სკოლა სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივრებს“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ მიღებული დადგენილებით 6 აპრილი მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

2014 წლიდან, სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება, თარიღი, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკავშირდება.

მსოფლიოსთან ერთად სპორტის დღეს, ყოველწლიურად უერთდება საქართველოც.

2019-2020 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციამ „მშვიდობა და სპორტი“, ჩვენი ქვეყანა შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“, წარადგინა.

ეს აღიარება საქართველომ White Card კამპანიის განხორციელებისთვის დაიმსახურა. კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.

კამპანიის მიზანია სპორტში, დადებითი ღირებულებების წახალისება, ეს არის ე.წ წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს მშვიდობას, ჩართულობას და ტოლერანტობას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება