სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩივთქილისის და გუმბათის საჯარო სკოლებმა ერთობლივი ლიტერატურული პროექტი განახორციელეს
11-04-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში პროექტი „წიგნების თარო“ ჩატარდა. 

პროექტი ერთობლივად განახორციელეს ჩივთქილისისა და გუმბათის საჯარო სკოლებმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, რადგან ჩივთქილისის საჯარო სკოლა სომხურენოვანია, ხოლო გუმბათი ქართულენოვანი, პროექტის მიზანი მოსწავლეთა დამეგობრება, ინტეგრაცია და წიგნიერების ამაღლება იყო.

თითოეული გუნდი სომხურ და ქართულეონოვანი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენის პედაგოგი ანა ძიძიგური.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში ორივე სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ შერჩეული წიგნები, რომლის შემაჯამებელი ვიქტორინა ჩივთქილისის საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტში მონაწილეობდნენ  სოფელ კოხტის საჯარო სკოლა, ახალშენის საჯარო სკოლა და განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საყვარელ წიგნზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის განხორციელებაში ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექციის როლი მნიშვნელოვანია, რისთვისაც პედაგოგი ანა ძიძიგური მადლობას უხდის.

„უღრმესი მადლობა პროექტის თანაავტორს, უსაყვარლეს ქალბატონს - ციცინო გობაძეს და მის არაჩვეულებრივ მოსწავლეებს. განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს ნინო ანთაძეს, მაკა გელაშვილისა და ქეთი ჩოგაძეს. მათ რთული და დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, თითოეული წიგნიდან შეადგინეს საინტერესოდ ფორმულირებული შეკითხვები მონაწილე გუნდებისთვის. საჩუქრებისთვის, სითბოსთვის, დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის დიდი მადლობა სტუმარ მასწავლებლებს ცირა კახაძეს, ირა ძირკვაძეს, ნათია ჯმუხაძეს, მირანდა იაკობიძეს, თინათინ ლარცულიანსა და სოფი საგინაძე. ცამდე მადლობა ჩემს საყვარელ და შრომისმოყვარე მოსწავლეებს, ქარბუქშიც რომ არ იზარებდნენ სამკითხველო სივრცეში მოსვლას. მადლობა, ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის, მათი დახმარებით თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდი თავისუფალ თეატრში ნახავს სპექტაკლს „ჯინსების თაობა“, - აღნიშნავს პედაგოგი ანა ძიძიგური.

სკოლაში იგეგმება, რომ უფრო მეტი მსურველი სკოლა ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში და უფრო მეტ მოსწავლეს შეუყვარდეს კითხვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება