| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომელმაც საზოგადოებას 1989 წლის 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია - „აპრილის სევდა“ ქართული ენის პედაგოგმა - ზვიად გიორგაძემ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩაატარა.
ღონისძიებაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ 1989 წლის 9 აპრილი ტრაგედია, ამ დღეს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა