| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში რექტორის - დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები აქტიურად იმართება. შეხვედრებზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა და მათი მრავალხმრივ განვითარებასთან დაკავშირებით, საინტერესო თემები განიხილება.
ამჯერად, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეკრება, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე უძღვებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეკრებაზე მათ განიხილეს, მიმდინარე რეფორმიდან გამომდინარე, პირველ სემესტრში გიმნაზიის მუშაობა, ასევე რეიტინგული სისტემის, კლუბური მუშაობა. მათ ასევე ისაუბრეს საოლიმპიადო ჯგუფების, მეცნიერებთან შეხვედრების სასიკეთო მნიშვნელობის შესახებ.
შეკრებაზე აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს მშობელსა და გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობა.
„სკოლა-ეკლესია-ოჯახი, ამ „სამკუთხედს“, კიდევ უფრო მეტი პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ აქედან ერთ-ერთი რგოლი ამოვარდა, შედეგზე ვერ გავალთ“ - აღნიშნა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზ მირიან სამხარაძემ.
როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს, გაწეული მუშაობისა და მათი შვილების განსაკუთრებული ყურადღებისათვის. მშობლებმა ასევე გააჟღერეს საინტერესო წინადადებები გიმნაზიის მუშაობის კიდევ მეტად გაუმჯობესებისათვის.
შეკრებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი.
დასასრულს გიმნაზიის რექტორმა მადლობა გადაუხადა მშობლებს თანადგომისათვის და აქტიური თანამშრომლობისათვის
„გადაწყდა, რომ მშობელთა საგაზაფხულო კონფერენცია გაიმართოს მაისის ბოლოს“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.
მსგავსი შეხვედრები მშობელთა ჩართულობას ზრდის მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, რაც მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა