| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლას, არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია, მათ შორის არიან - ნინო გოფოძე და ლიკა გოფოძე.
მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სუხჩის საჯარო სკოლა საბაზოა, მოსწავლეები კი ხონის N2 სკოლაში განაგრძობენ სწავლას, სადაც გოგონებს „აღმოჩენას“ უწოდებენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გოგონებისგან ძალიან ბევრს ელიან და მათ, როგორც მომავალ მედალოსნებს ისე მოიხსენიებენ.
სუხჩის საჯარო სკოლა ამაყობს აღზრდილი მოსწავლეებით და მრავალ წარმატებას უსურვებს მათ.
„ჩვენო ჭკვიანი გოგოებო! გილოცავთ ... ძალიან, ძალიან გვიყვარხართ!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა