| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა, რომელიც სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ დასრულდა. მასში სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
პროექტს ხელმძღვანელობდა მე-3 კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კლასის საათზე ჩავატარე მინი საუბარი, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამას მოჰყვა მოსწავლეების შექმნილი პოსტერების საინტერესო ინფორმაციის მოპოვება და პრეზენტაცია“, - აღნიშნავს პედაგოგი.
შემდეგ ეტაპზე სკოლაში მათ წითელი ჯვრის წარმომადგენელი: შორენა ხურცილავა მიიწვიეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მან საინტერესო ინფორმაციითა და სახალისო აქტივობებით გაახარა მოსწავლეები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
პროექტის ბოლოს კი „მხიარული სტარტები“ მოეწყო.
„ვფიქრობ, აღნიშნული დღე არასდროს დაავიწყდება ჩემს პატარებს“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა