| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გომბორის ამბულატორიის ექიმი ნათელა სკვარცოვა, ექთანი თამარ ბაღიაური და ადგილობრივი ამბულატორიის ექთანი თამარ ფხაკაძე ესტრუმრნენ.
მათ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცს, ნათელა სკვარცოვამ მოზარდებს აუხსნა, თუ რატომ და როდიდან აღინიშნება ეს თარიღი. მან ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობაზე, ვირუსუსებსა და მათთან გამკლავების გზებზე.
მან მოსწავლეებს უთხრა, რომ 1948 წლის 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსდა, რომლის მიზანიც, სხვადასხვა დაავადებებსა და მათ მკურნალობაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. ასევე, სხვადასხვა სამედიცინო ხელსაწყო აჩვენა, აუხსნა მათი მნიშვნელობა და დანიშნულება.
„ბავშვები დიდი ინტერესით და ყურადღებით უსმენდნენ სპეციალისტებს. ჩაერთვნენ დისკუსიაში და დაუსვეს კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე. ქალბატონებმა - თამარ ბაღიურმა და თამარ ფხაკაძემ აუხსნეს, თუ რა დანიშნულება და მოვალეობა აქვს ექთანს, როგორ და რით ეხმარებიან ექიმს. ასევე, ბავშვებს აუხსნეს რომ თავის საქმეს, იყვნენ ხალხთან და იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე ექიმთან ერთად, დიდი სიყვარულით, მონდომებით და დაუღალავად აკეთებენ.
ქალბატონმა თამარ ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა ფიზიკური ვარჯიშების შესრულებაზე, ჰიგიენის დაცვაზე, ჯანსაღ კვებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში ინექციის გაკეთებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო გართულებები და სავალალო მდგომარეობა.
მადლობას ვუხდით ამ ქალბატონებს მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა