| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა სპორტულ ოლიმპიადებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით მონაწილეობენ.
ხულოში, უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და მონაწილეობდა 70-მდე სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
მოსწავლეებმა სკოლა ამჯერადაც ასახელეს, 32კგ წონით კატეგორიაში 1 ადგილი ბექა ცეცხლაძემ მოიპოვა, ხოლო - 29 წონით კატეგორიაში მე-11 ადგილი - რატი ბოლქვაძეს ერგო.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
შეჯიბრი მიზნად ისახავს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის განვითარებას, პერსპექტიული მოჭიდავეების გამოვლენას და ხულოს მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელ გრიგოლ შანთაძეს მიღწევებს ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა