| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასში ისტორიის კომპლექსური დავალების შეჯამება მოეწყო.
ბავშვებმა, დავით აღმაშენებლის მეფობისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და პერგამენტის ფურცელი, წიგნები და სლაიდები მოამზადეს.
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი, პრაქტიკული აქტივობების დახმარებით ახალი მასალა უკეთ აითვისეს, უკვე ნასწავლი კი საფუძვლიანად განამტკიცეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი სვეტლანა გრაბსკაია ხემძღვანელობდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, განსხვავებული, საინტერესო და სახალისო აქტივობების შეთავაზება, სტიმულის მიცემისა და გააქტიურებისთვის.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა