| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ღრმაღელის საჯარო სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო თუ კლასგარეშე გასართობი ღონისძიებები აქტიურად ეწყობა.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარებული აქტივობებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დედის დღის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის, 8 მარტის, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისა და დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ ღონისძიებებში მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაულებთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ დამზადებული კედლის გაზეთები გამოიცა, რომლებიც სასკოლო სივრცეს ამშვენებენ.
საინტერესო აქტივობების მოწყობაში, აღსანიშნავია პედაგოგთა როლი. მრავალფეროვანი სანახაობები სწორეთ მათი მონდომებითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა, მსგავსი აქტივობებით კი ბავშვებს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ და მეტად მოტივირებულები ხდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა