| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბუკნაჭო“, გარემოსდაცვით საკითხებზე აქტიურად მუშაობს და არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს.
მათ შორისაა, ორიგინალური ინიციატივა - „ქაღალდის მეორე სიცოცხლე“.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ლელა ჯაბანაშვილის ხელმძღვანელობით, ქაღალდის ნარჩენები გადაამუშავეს და მეორადი გამოყენების ფუნქცია მიანიჭეს.
პატარებმა თავისივე დამზადებულ ქაღალდებზე მრავალფეროვანი ნახატები დახატეს და საკლასო ოთახი გაალამაზეს.
„აჩუქე ნარჩენებს მეორე სიცოცხლე“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით საკითხებში მათ აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა.
„აი, ასეთი მასწავლებლები მყავს მე!... საუკეთესო საუკეთესოთა შორის - პედაგოგი ლელა ჯაბანაშვილი.
უამრავი წარმატება, მოსწავლეებსაც და მასწავლებელსაც! ვამაყობ თითოეული თქვენგანით!“ - წერს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი თავის სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო-მასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა