სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მათ ამ თარიღთან დაკავშირებული აქტივობები ხელოვნების გაკვეთილზე განახორციელეს. მათ  ამ დღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილის მიზანი უტიზმთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში აუტიზმის მქონე ადამიანების მიმღებლობის გაზრდა იყო. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აზრი დააფიქსირეს. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მატ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება