სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიტომ იცის, რომ სწავლა ძალიან ძნელი შრომაა“ - კალის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია მონდომებულ და მიზანსწრაფულ მოსწავლეს გვაცნობს
04-04-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. მათ წიგნების კითხვა განსაკუთრებულად უყვართ და ცოდნას დიდი მონდომებით იძენენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ვიტო ხარძიანი, რომელიც ბევრს მეცადინეობს და შედეგსაც აღწევს.

მის შესახებ მოსწავლის პედაგოგი -  ქეთევან ჩემია საუბრობს:

„ეს ვიტო ხარძიანია...

დიახ, ვიტო - ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე... ძლიერზე ძლიერი ბიჭი...

ეს როგორ? აი, ასე: ვიტომ იცის, რომ სწავლა ძალიან ძნელი შრომაა, იცის, რომ დღის განმავლობაში სულ რამდენიმე საათი სწავლობს და წვალობს... ხოლო დანარჩენი დრო მისია და თამაშობს... იცის, რომ სიზარმაცე ისეთი „ვერაგი მტერია“, რომლის დამარცხება არ არის იოლი, მაგრამ ძალიან ძალიან ძალიან ცდილობს... და უფროსების გასახარად - ახერხებს...

ბევრს კითხულობს, მაგრამ იცით როგორ? - თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვით, „გულის წასვლამდე“, რადგან სიზარმაცე „ბურთის სახით“ გარეთ იხმობს, ვიტო მას „ეომება“, არ ემორჩილება, ხანდახან... 

აბა, მასზე უფროსმა ბევრმა თუ იცის „სიზარმაცესთან“ ბრძოლის მეთოდები და ფანდები?

ვინც არ იცით, მიმართეთ ვიტოს... „სიზარმაცესთან“ მებრძოლ „რაინდს“ და დარწმუნდებით, რომ მან ეს ნამდვილად იცის...

ჩემი უსაყვარელესი მოსწავლე ვიტო ხარძიანი - სხვა რამითაც გამოირჩევა, მას სხვადასხვა ფერის თვალები მუქი თაფლისფერი და ღია ცისფერი და ცოტა არ იყოს, ეამაყება კიდეც ეს ამბავი...

ვიტომ მეოთხე კლასში წარმატებით აითვისა, ის რისთვისაც სხვა კლასებში მხოლოდ მე ვიბრძვი „ორის - მოსწავლის და სიზარმაცის“ წინააღმდეგ ერთდროულად და ბუნებრივია, მე ერთს, მიჭირს ორთან გამკლავება. ვიტო, ჩემს მხარესაა და სიზარმაცეს „ბეჭებზე ვდებთ“, თუმცა სამუშაო ჯერ ბევრი გვაქვს, მაგრამ სანამ ჩვენ ერთად ვართ, სიზარმაცე ვერაფერს დაგვაკლებს... ლამის უკვე დაგვავიწყდა წლის დასაწყისში „შვიდ-შვიდად“ ცრემლების ღვარღვარი...

ვიტომ საკუთარ თავს უპირობოდ აჯობა.

იგივეს ვუსურვებ სხვებსაც...

მომავლში ვაჩვენებთ ყველას, რომ ჩვენ ამაოდ არ ვტრაბახობთ, უბალოდ, ცოტა დრო გვინდა კიდევ.

ყველაფერი წინაა!

ჰოდა, წინ, ვიტო!“, - აღნიშნავს პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება