სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„32 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან“ - ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
03-04-2023
-
+


ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი - „აქტიური მოქალაქე“, რომლის წევრებიც საინტერესო ღონისძიებებს მართავენ. 

ამჯერად, სკოლის კლუბში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება -  „32 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება იყო. 

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს. მათ ასევე თემატური პოსტერები, კელდის გაზეთი შექმნეს და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

„ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სახელმწიფო და მშობლიურ ენებზე, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ წიგნიერები და ინტელექტუალურები არიან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას უკეთ აცნობს და ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება