სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებმა სიახლეს თავი მშვენივრად გაართვეს“ - მელაურის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ინტეგრირებული ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა
03-04-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღურად ზრუნავენ. ისინი ამ მიზნით, სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს მართავენ. 

ამჯერად, მე-2 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ჭანტურიამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ნინო ვარდოსანიძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს. საგაკვეთილო თემად ლევ ტოლსტოის მოთხრობა „კურკა“, შეირჩა.

გაკვეთილი ონლაინ წარიმართა, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ეკრანის გაზიარება და საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია შეძლეს. 

„მიუხედავად საგანმანათლებლო პროცესის ონლაინ რეჟიმისა, მასწავლებლებმა შეძლეს ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაეტარებინათ. მოსწავლეებმა სიახლეს თავი მშვენივრად გაართვეს, მოთხრობა გააცოცხლეს საგანმანათლებლო რესურს - „ვსწავლობთ თამაშში“.
დიდი მადლობა მასწავლებლებს, რომ ინტეგრირებული გაკვეთილით საგანმანათლებლო პროცესი ხალისიანი გახადეს და მოსწავლეთა მოტივაცია აამაღლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება