სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაზერის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
31-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საჭირო საკითხზე საინტერესო პროექტი და პრეზენტაცია ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასში (ხელმძღვანელი თინათინ კუზანაშვილი) ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - „ნარკომანია მოზარდებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია მიზნად ნარკომანიის მავნე ზეგავლენის შესახებ მოსწავლეების მეტ ინფორმირებულობას ისახავდა. ასევე, აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხებზე მსჯელობას. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დისკუსია გამართეს და პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება. ამ ასაკში ორგანიზმში ნეიროენდოკრინოლოგიურ ძვრებთან ერთად მიმდინარეობს მკვეთრი ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. აქამდე თუ ბავშვი მთლიანად მშობლებზე იყო დამოკიდებული, ამიერიდან იწყება პერიოდი, როდესაც იგი მოიპოვებს ნაწილობრივ დამოუკიდებლობას და სრული დამოუკიდებლობისთვის ემზადება. ამ დროს ბავშვის ფსიქიკა ძალზე ფაქიზი და მგრძნობიარეა. ცხოვრებისეულმა ფსიქოტრავმებმა, რომლებიც ამ ასაკში განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება, შესაძლოა ძლიერი ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ პერიოდში იწყება მოზარდის ნარკოტიკებით დაინტერესებაც.

ბავშვის ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში კი არა, მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ყველაფერი, რასაც მშობელი განიცდის, გარკვეულ გავლენას ახდენს ბავშვის არაცნობიერზე. ამქვეყნად ყველა იმისთვის იბადება, რომ წარმატებას მიაღწიოს. დაბადების მომენტიდანვე ყოველი ჩვენგანის ძირითადი მოთხოვნილებაა, მიიღონ და აღიარონ. თუ ყველა მშობელი შეეცდება, თავიდანვე სწორად აღზარდოს შვილი, ჰქონდეს მასთან მეგობრული ურთიერთობა, შეძლოს ბავშვის მოსმენა, დაინახოს მასში დამოუკიდებელი პიროვნება, გახდეს ავტორიტეტი საკუთარი შვილისთვის, მაშინ გარდატეხის პერიოდიც რადიკალური ცვლილებების გარეშე ჩაივლის...ნარკომანია საერთო პრობლემაა და თითოეული ჩვენგანის სწორი ხედვა და მოქმედება აუცილებელია მის აღმოსაფხვრელად“,- აღნიშნავენ სკოლაში და საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

მსგავს თემებზე პრეზენტაციები მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციას აწვდის და სწორს შეხედულებებს უყალიბებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება