სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ კონფერენცია მოაწყვეს
03-04-2023
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებმა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების მიზანით, კონფერენცია გამართეს. 

კონფერენციის - „ნაადრევი ქორწინება, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა“, მომზადებაში ყველა აქტიურად ჩაერთო. საკითხზე მოსწავლეებმა მოზარდებსა და ზრდასრულებში კვლევა ჩაატარეს. შედეგები კი სტატისტიკური მონაცემების სახით სკოლაში წარადგინეს. მათ გაიგეს, თუ რა ინფორმაცია არსებობს საზოგადოებაში ნაადრევ ქორწინებაზე, ორსულობით გამოწვეული საფრთხეებისა და საქართველოში მათი სიხშირის შესახებ. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა შემდეგი თემები წარადგინეს:

1) ნაადრევი ქორწინება და კანონმდებლობა;
2) ნაადრევი ქორწინება სტატისტიკა და კვლევა;
3) ნაადრევი ქორწინება და განათლება;
4) ნაადრევი ქორწინება და ჯანმრთელობა;
5) ს.გ.გ ინფექციები;
6) ნაადრევი ქორწინება და სიღარიბე.

მათ ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა არ ემხრობოდა ნაადრევ ქორწინებას.
ბავშვები ძალიან კარგად ფლობდნენ საკონფერენციო მასალას, ასევე, გამოირჩეოდნენ პრეზენტაციის შესანიშნავი უნარით. მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგს - ციცინო სირაძეს და IXბ კლასის მოსწავლეებს საინტერესო კონფერენციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება