სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სხეულის ცურვის პირობები“ - მანდაეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
31-03-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მინდინარეობს. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

აუცილებლად აღსანიშნავია, მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე არქიმედეს კანონი - „სხეულის ცურვის პირობები“, რომელიც IXე კლასის მოსწავლეებს ფიზიკის მასწავლებელმა - ნათია გოგოლაძემ შესთავაზა.

როგორც პედაგოგი გვიყვება, ამ კომპლექსურის მიზანი იყო მოსწავლეებს სიღრმისეულად გაეაზრებინათ და ესწავლათ შესასწავლი საკითხის არსი და არსობრივი მახასიათებლები, დაეკავშირებინათ განსახილველი მასალა საკუთარ გამოცდილებასთან.

მოსწავლეებმა კომპლექსურზე მუშაობის დროს სიღრმისეულად შეისწავლეს არქიმედეს კანონი, ჩაატარეს ექსპერიმენტები, გააკეთეს პრეზენტაცია, თამამად იმსჯელეს ექსპერიმენტში მიღებულ შედეგებზე, მოიყვანეს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელიც კავშირში არის არქიმედეს კანონთან, ასევე, იმსჯელეს არქიმედეს კანონის და ცურვის პირობების გათვალისწინების მნიშვნელობაზე ჰაერსა და წყალში ნაოსნობისას.

მოსწავლეებმა მსჯელობა დაასრულეს კლასის წინაშე, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

„ვთვლი, რომ  ამ კომლექსური დავალების შესრულებით, მოსწავლეები გავიდენ იმ  შედეგზე რა მიზანიც  დასახული მქონდა“,- აღნიშნავს ფიზიკის მასწავლებელი ნათია გოგოლაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება