სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში წარმატებით მოასპარეზე ქობულეთელი მოსწავლეები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან
25-04-2018
-
+


ქობულეთის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სულხან ნიჟარაძე:

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები და მოსწავლეები წლევანდელი „ეტალონისთვის“ განსაკუთრებულად მოტივირებულნი არიან. პირველმა ტურმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა, მაღალი იყო ახალგაზრდების ჩართულობა, დასკვნით ტურს მოუთმენლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ფინალშიც ქობულეთის წარმომადგენელი მოიპოვებს გამარჯვებას. „ეტალონი“ საუკუნის პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სატელევიზიო სივრცეში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში  „ეტალონის“ სტუმრობამ მეტი გულშემატკივარი შესძინა პროექტს, რადგან პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ამ დიდი ზეიმის უშუალო მონაწილენი გახდნენ.“

ქობულეთის სასწავლო რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:

„ეტალონი“ ეროვნული პროექტია, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის, ცოდნის წარმოჩენისა და წინსვლის მოტივაციას უჩენს. პროექტი თანამედროვე გამოწვევების წინაშე აყენებს მონაწილეებს და მათ სამომავლო წარმატებისთვის ამზადებს, მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებით. რესურსცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე სკოლაში დავესწარით „ეტალონის“ პირველ ტურს, ტესტირებამ მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. გამოვლინდნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს და „ეტალონს“ ეროვნულ საქმეში.“

ქობულეთის  N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ბაღიშვილი:

„ტესტირების პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მონაწილეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მოხარული ვარ პროექტის მიმართ ახალგაზრდების მაღალი ინტერესითა და ჩართულობით, რადგან „ეტალონი“ მართლაც ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მომავალი თაობის წინსვლას ემსახურება.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნათია ინაიშვილი:

„მოხარული ვარ, რომ ისეთ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში, როგორიც „ეტალონია“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოსწავლე ერთვება. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს და „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას.“

ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე:

„მივესალმებით „ეტალონს“ და მივესალმებით მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ამ საგანმანათლებლო პროექტში. საინტერესო ტესტები, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემო  ჩვენი ბავშვებისთვის დიდი გამოცდილებაა. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და ეროვნულ პროექტს.“

„ეტალონის“ პედაგოგი ია სურმანიძე:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები, რაც მისასალმებელია. ახალგაზრდების სწავლისა და წინსვლისკენ მისწრაფება დიდიწილად „ეტალონის“ დამსახურებაა. ჩვენ მრავალი წელია, პროექტთან ვთანამშრომლობთ და სწორედ „ეტალონი“ იყო ბიძგი სკოლაში ინტელექტუალური კლუბის შექმნისა. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებსა და ჩვენს საყვარელ „ეტალონს.“

ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შამილიშვილი:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა მაღალი ჩართულობითა და შედეგებით ჩაიარა. იმედი მაქვს, წარმატებული მონაწილეები დანარჩენი მოსწავლეებისთვის მისაბაძნი გახდებიან. წარმატებებს ვუსრვებ ჩვენს ახალგაზრდებსა და ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტს.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნატო ჯაფარიძე:

„ჩვენს სკოლაში ტესტირების პროცესს რესურსცენტრის წამომადგენლები ესწრებოდნენ, პროცესი ძალიან ორგანიზებულად და სამართლიანად წარიმართა. მაღალი იყო  მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა ამ ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტში.“

აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაძე:

„ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა ტესტირების პირველი ტური. „ეტალონი“ მოსწავლეებს დიდ გამოცდილებას აძლევს და წარმატებისკენ სვლაში ეხმარება. მადლობა პროექტს ეროვნული საქმის მსახურებისთვის.“

„ეტალონის“ პედაგოგი გურანდა გორგაძე:

„ჩვენს მუნიციპალიტეტსა და სკოლებში „ეტალონის“ სტუმრობა დიდ სიხარულსა და მოტივაციას იწვევს მოსწავლეებში. მაღალია ინტერესი პროექტის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ამ სახალხო პროექტის მასშტაბები და წარმატება მუდამ გაიზრდება.“

საჩინოს საჯარო სკოლის დირექტორი მერი დიასამიძე:

„ეროვნული მნიშვნელობის შემეცნებით პროექტში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ბავშვებს სწავლისა და თავის წარმოჩენის მოტივაცია უჩნდებათ. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, მოუთმენლად ველით დასკვნით ჩემპიონატსა და „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას.“

„ეტალონის“ პედაგოგი თინა თურმანიძე:

„ეტალონის პირველი ტური მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩეოდა. გამოვლინდნენ წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს.“

სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა მახარაძე:

„მოხარული ვარ, რომ ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. პირველმა ტურმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს.“ 

„ეტალონის“ პედაგოგი ნონა მახარაძე:

„ეტალონი“ თავის წარმოჩენის, ცოდნისა და წარმატების მოტივაციას აღვივებს ჩვენს მოსწავლეებში. მაღალი იყო მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. ვიმედოვნებთ, რომ პროექტში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ ახალგაზრდობას უფრო თამამსა და წარმატებულს გახდის.“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება