სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მოსწავლეს კითხვას ოჯახზე უსვამთ? - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის 
19-03-2023
-
+


მოსწავლეებთან მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებული სიფრთხილე პედაგოგმა მაშინ უნდა გამოიჩინოს, როდესაც მოსწავლეს ოჯახზე კითხვებს უსვამს. სიფრთხილის მიზეზი ნამდვილად ბევრია - შეიძლება ბავშვისთვის ოჯახზე საუბარი მტკივნელი იყოს, ტრავმას უკავშირდებოდეს ან უბრალოდ, ასეთ პირად საკითზე ყურადღების გამახვილება არ სურდეს. ამიტომაც, მასწავლებელმა საუბრის წამოწყებისას, შეძლებისდაგვარად, ყველა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.

ზოგჯერ, ხდება ისეც, რომ ოჯახზე კითხვების დასმა მოსწავლესთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ეს ის თემაა, რომელზე ლაპარაკიც ადამიანების ნაწილს უსასრულოდ შეუძლია.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მოსწავლეს კითხვას ოჯახზე უსვამთ - ამ საკითხზე არაერთ ფსიქოლოგსა თუ დარგის ექსპერტს უსაუბრია. ჩვენც სწორედ ერთ-ერთი მათგანის მოსაზრებას გთავაზობთ.

ზოგადად, მოსწავლეთა ოჯახებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია დამრიგებლებმა იციან, თუმცა თუ სხვა მასწავლებელიც დაინტერესდა, კითხვები სიფრთხილით უნდა შეარჩიოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ თუ მოსწავლე ოჯახზე დასმულ კითხვას არ პასუხობს, მას პატივი უნდა სცეთ და დაზუსტება არ მოსთხოვოთ.

უმჯობესია, თუ ამას საგაკვეთილო თემა არ მოითხოვს, ოჯახზე კითხვები არც დაისვას. თუ გაკვეთილი ან დავალება ოჯახს უკავშირდება მაშინ შეგიძლიათ ზოგადი კითხვები დასვათ. მაგალითად იკითხოთ, თუ როგორ გადაჭრიდნენ მოსწავლის ოჯახში კონკრეტულ საკითხს, როგორ წარმოუდგენია სახლში ჯანსაღი გარემო და ა.შ.

და მაინც, რაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს მოსწავლის ემოციური ფონი, მისი სურვილი, დამოკიდებულება, შესაძლო სტრესი და ოჯახური მდგომარეობაა.

არის ზოგადი კითხვებიც, რაც შეგიძლიათ დასვათ:

  • რამდენი ადამიანია შენს ოჯახში?
  • და-ძმა გყავთ? (შეიძლება მათი სახელებითაც დაინტერესდეთ);
  • რამდენი წლის არიან?
  • რა ჰქვიათ შენს მშობლებს?
  • ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა თქვენს ოჯახში?
  • ვინ არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი თქვენს ოჯახში?
  • ვინ არის ყველაზე მხიარული ადამიანი თქვენს ოჯახში?
  • ვის ჰგავხართ ყველაზე მეტად თქვენს ოჯახში?
  • შინაური ცხოველები გყავთ?
აქ მოცემული კითხვები ძალიან ზოგადია, არ წვრილმანდება, ამიტომაც მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია დასვას, თუ ამის საჭიროებაა. შემდეგ კი მოსწავლის რეაქციიდან გამომდინარე იმოქმედოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება