სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე თოფურიამ საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა
13-03-2023
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები ცოდნის ამაღლების მიზნით, პროექტებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ბარბარე თოფურია, რომელიც სასწავლო პროგრამაში - „სატყეო სკოლა“ მონაწილეობდა, რომელიც მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა. მის ფარგლებში IX-XII კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა  საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე შეისწავლეს.

მათ ასევე ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს ტყის ხანძრების, ტყის აღდგენა-გაშენების, ენერგოეფექტურობის და ალტერნატიული საწვავის, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობის, დაცული ტერიტორიების, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონაღსრულების მექანიზმების შესახებ.

მათ ასევე განიხილეს ტყის ჭრის აღრიცხვიანობა, მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების სექტორები.

ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება.

„სატყეო სკოლაში“ მონაწილეობა მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეები კონკურსის ჩატარების შემდგომ შეირჩნენ.

კურსი შემუშავებულია პროექტის - „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - „ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

სკოლა მეათეკლასელ ბარბარე თოფურიას „სატყეო სკოლის“ წარმატებით დასრულებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება