სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

მამების მიერ შესრულებული ნახატები და წაკითხული მოთხრობები - მერჯევის საჯარო სკოლის მესამე კლასელების დაუვიწყარი დღე 
02-03-2023
-
+


რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა, რომ სასკოლო აქტივობა დაუვიწყარი გახადოს მოსწავლეებისთვის? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგის, თამარ კურცხალიას მიერ დაგეგმილი აქტივობის შესახებ გიამბობთ.

„წიგნის საჯაროდ კითხვის“ მსოფლიო დღეს საქართველოს თითქმის ყველა სკოლა აღნიშნავს, თუმცა ამ მხრივ გამორჩეული გახლდათ თამარ კურცხალიას მიერ მესამე კლასში დაგეგმილი აქტივობა, რომელმაც, მოსწავლეებთან ერთად, მათი ოჯახის ყველა წევრი მოიცვა.

როგორც მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ კურცხალია გვეუბნება, ასეთ გამოხმაურებას და ემოციებს არ ელოდა, თუმცა ღონისძიებაში, დედებთან ერთად, მამების, ბებიებისა და ბაბუების ჩართულობამ მოსწავლეებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. პედაგოგის თქმით, განსაკუთრებით დაუვიწყარი ხატვის პროცესი იყო. 

„სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა, უმეტესწილად დედებით შემოიფარგლება და სიმართლე რომ ვთქვათ, მოსწავლეებისთვის ეს აღარ არის ისეთი მოტივაციისა და ემოციის მომტანი, როგორიც მამების აქტივობა აღმოჩნდა. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის“ დღეს ყოველთვის აღვნიშნავდით სხვადასხვა სახის ღონისძიებით, თუმცა წელს რატომღაც მინდოდა, აქტივობაში მონაწილეობა განსაკუთრებით მამებს მიეღოთ. თუმცა მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მოსწავლის მამას არ ეცალა, ზოგიერთის დედას, ამიტომ მათ მაგივრად ბებიები და ბაბუები მოვიდნენ და გამოვიდა, რომ ერთ კლასში ერთ აქტივობაში ყველა თაობის წარმომადგენელი იყო ჩართული. მამები კითხულობდნენ მოთხრობებს და ხატავდნენ შვილებთან ერთად... ამ ყველაფერმა საოცარი შთაბეჭდილება არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ ჩვენზე, ყველაზე მოახდინა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მამების ემოციები, რომლებიც თავიდან მორიდებით, უცხოდ იყვნენ, თუმცა შემდგომ ძალიან დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროცესში და ბოლოს, ისიც აღიარეს, რომ ბავშვობის წლებს დაუბრუნდნენ.

საოცარი სანახავები იყვნენ თავად ბავშვები, რომლებიც ანთებული თვალებით უყურებდნენ, როგორი მონდომებით ერთვებოდნენ აქტივობაში მამები, ეს მათთვის ჩვეული ამბავი ნამდვილად არ იყო, სასკოლო სივრცეში თავიანთ გაკვეთილზე მამების გამოჩენამ ნამდვილად საოცარი ეფექტი მოახდინა იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ დიდებიც და პატარებიც, შევთანხმდით რომ მსგავსი ტიპის აქტივობებს სხვა დროსაც დავგეგმავთ“, - გვეუბნება პედაგოგი თამარ კურცხალია.

მისივე თქმით, ინიციატივამ დიდი მოწონება დაიმსახურა კოლეგებშიც - „როცა კათედრაზე განვიხილავდი ამ აქტივობას, კოლეგებმა სურვილი გამოთქვეს რომ მამების ჩართულობით თავადაც დაგეგმავდნენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.“

მერჯევის პედაგოგმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სასკოლო პროცესში მშობლების და ოჯახის წევრების ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ მოსწავლეების მოტივაციაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ, როგორც დედები, ისე მამები, და პატარებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ მათი აქტივობები უყურადღებოდ არავის რჩება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება