| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი, მასწავლებლებისთვის არაერთ საინტერესო საკითხს მოიცავს და მათ შორისაა განწყობის თეორია პედაგოგიკაში.
რას ეუბნება განწყობის თეორია პედაგოგიკას?
მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ ისეთი შინაარსის სასწავლო სიტუაციები, რომლებიც მის ცნობისმოყვარეობას, მის შემეცნებით მოთხოვნილებას პასუხობს, რათა იგი, როგორც მთელი, როგორც ძალთა მთლიანობა, სამოქმედოდ აღიძრას და განაწყოს სათანადო ძალები. სიტუაციის შესაფერისად განწყობილი მოსწავლე-სუბიექტი აქტიურ მზადყოფნაშია, რომ დასმული პრობლემების გადასაჭრელად შეითვისოს სიახლე, გადააქციოს იგი საკუთარი შემეცნებითი სისტემის ორგანულ ნაწილად.
განწყობა შეიცავს ქცევის მიზეზსაც და მიზანსაც. განწყობის გარეშე ქცევა მექანიკურ მოქმედებათა ჯამია. ასე რომ, მოზარდის შინაგანი მოთხოვნილების შესატყვისი შინაარსის მქონე სასწავლო სიტუაციები არის ის სარბიელი, რომელიც სჭირდება მოზარდს ნორჩ გონებაში ცოდნის სტრუქტურების გასავითარებლად, მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შესაძენად.
საგულისხმოა რომ მოზარდის ზრდა-განვითარების პროცესების მართვის საშუალებად სამრეწველო პროდუქციის წარმოების სამართავად შექმნილი მოდელი გამოიყენეს. თუნდაც ეს ფაქტი ცხადყოფს იმ მექანისტურ ხედვას, რომელიც საფუძვლად უდევს „დაკვირვებად და გაზომვად“ ქმედებებზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმას. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ადამიანის „გაზომვად ობიექტად“ განხილვას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „მოსწავლე-ობიექტის“ პარადიგმაში მოვიაზრებთ როგორც შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალზე, ისე დაკვირვებად და გაზომვად ქცევებზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა