| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 16 იანვარს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება ყველა მოსწავლისთვის გარდა პირველი და მეთორმეტე კლასებისა. I კლასის მოსწავლეები მეორე სემესტრს 25 მაისს დაასრულებენ, XII კლასის მოსწავლეები კი - 19 მაისს.
მეორე სემესტრში სულ 97 სასწავლო დღეა (I კლასებისთვის - 83, XII კლასებისთვის კი - 79 სასწავლო დღე), აქედან 12 დღე სკოლები სხვადასხვა მიზეზით დაისვენებენ.
შრომის კოდექსის მიხედვით უქმე დღეებია:
19 იანვარი (ნათლისღება),
3 მარტი (დედის დღე),
8 მარტი (ქალთა საერთაშორისო დღე),
14 და 17 აპრილი (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული - წითელი პარასკევი და ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი),
9 მაისი (ფაშიზმზე გამარჯვების დღე)
12 მაისი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე).
26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე).
გარდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა, სკოლებში 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით ერთკვირიანი არდადეგებია. საგაზაფხულო არდადეგების განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები 4 სამუშაო დღეს დაისვენებენ (9, 10, 13, 14 მარტი).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა