სიახლეები
სიახლეები

არის თუ არა 17 დეკემბერი ნამდვილი ბედობა და რატომ ვაცხობთ ლობიანს - ბარბარობის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
17-12-2022
-
+


17 დეკემბერს ბარბარობაა - რატომ ცხვება ამ დღეს ლობიანები და არის თუ არა ნამდვილი ბედობა? წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისათვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა. მიუხედავად იმისა, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, ნელ-ნელა ხალხში მაინც მოიკიდა ფეხი და არც ისაა გასაკვირი, რომ მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

ბარბალეს დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ და მზის ღვთაების შობაზე. მზის, ანუ ლილეს ბუდობას, ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისს, ხოლო შობას 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. მოგვიანებით, კაკალი ამერიკიდან შემოსულმა და სწრაფად გავრცელებულმა ლობიომ ჩაანაცვლა.

ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია, თუმცა, ცოდვად ნამდვილად არ ჩაითვლება, თუ დღემდე მოტანილ ტრადიციას არ დავკარგავთ. ამ დღეს ლობიანების გარდა, ხალხური გადმოცემით, სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სამარხვო კერძებს ამზადებენ. ზოგან აუცილებლად უნდა მომზადდეს წითელი ფერის კერძი. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ჭარხალი, რომელსაც ნიგოზში, ზეთში ან ტყემალში ამზადებენ ან ჭარხლის ფოთლების ხაჭაპურებს აცხობენ. რაჭაში გოგრის თესლიან ხაჭაპურებსაც აცხობენ. 

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა „ბედნიერი“ დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლევბოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

უთხარი საკუთარ თავს: მე არ ვარ ვალდებული ყველაფერი იდეალურად გავაკეთო...

სეტყვა და ელჭექი ეროვნულებზე - ამინდის პროგნოზი საგამოცდო ქალაქების მიხედვით

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება