სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა სტუდენტებს სწავლის პარალელურად, 4 წლიან პროგრამაში ჩართვით შეეძლებათ
12-12-2022
-
+



პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას უკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული კოდექსი იქნება დიდი სიახლე და დაიწყება მნიშვნელოვანი რეფორმები.

„პირველი რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

სავალდებულო სამხედრო სამსახური იქნება  6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი, იმის მიხედვით თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმალური იქნება 6-თვიანი პერიოდი და  ეს არ იქნება თეორიული სწავლება, ეს იქნება, ინტენსიური საბრძოლო-სამხედრო მომზადება. პროგრამის გავლის შემდგომ კი პირს „რიგითის“ წოდება მიენიჭება.

გაწვევას განახორციელებს თავდაცვის უწყება, რომელიც იანვრიდან დაიწყება, თუმცა 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეიცვლება კანონი და „გირჩის“ მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიურ მიმდინარეობაში გაწევრიანებული პირები ჯარისგან აღარ გათავისუფლდებიან. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აღმოფხვრის ამ საკანონმდებლო ხარვეზს.

ამასთან, სტუდენტებისთვის იგეგმება შემდეგი შეღავათების დაწესება:

„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პრინციპი იცვლება სტუდენტებისთვის და უფრო მოქნილი სისტემა შემუშავდება; 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდში, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ 4-წლიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც წელიწადში დაახლებით ერთთვიან ინტენსიური პროგრამას გაივლიან სამხედრო ბაზებზე და 4 წლის შემდგომ მათ სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

4 წლის თავზე ჩვენ წელიწადში 10 ათას წვევამდელს მოვამზადებთ, საიდანაც ნახევარი სწორედ სტუდენტები იქნებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება