სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონსა“ და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
12-12-2022
-
+


„ეტალონი“ წლებია მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგას და შვილობილი პროექტის - izrune.ge-ს მხარდამხარ ცდილობს, არაფორმალური განათლების მიმართულებით მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას მიაღწიოს.

ათასობით გულშემატკივარი თუ თანამოაზრე, უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდა, შვილების განათლებაში ჩართული ოჯახები... - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რომელსაც „ეტალონის“ თითქმის ოცწლიანი არსებობა მოიაზრებს;

ორმაგად სასიხარულო კი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზედმიწევნით იაზრებენ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატისა და „ეტალონის“ სხვა პროექტების მნიშვნელობას. ამის დასტურია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ალადაშვილმა და „ეტალონის“ პროექტების ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა.

მემორანდუმის ძირითად მიზნებია: მოსწავლე-ახალგაზრდებში და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სწავლა- განათლების პოპულარიზაცია;  წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგების წარმოჩენა და პოპულარიზაცია; არაქართულენოვან ოჯახებში სახელმწიფო ენის შესწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა; კახეთის რეგიონის საბავშვო ბაღების, საჯარო და კერძო სკოლების სასწავლო პროცესის საქვეყნოდ წარმოჩენის ხელშეწყობა; კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ნიჭიერი მოსწავლე - ახალგაზრდების გამოვლენა, ცოდნასა და განათლებაზე დამყარებული ურთიერთობის წახალისება.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე გოჩა ტყეშელაშვილმა კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები - თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისათვის დიპლომებით დააჯილდოვა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას აქცენტი „ეტალონის“ პროექტებისა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე გააკეთა:

„მოხარული ვარ, რომ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ყველაზე ეროვნულ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ შორის.

ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს. კახეთის რეგიონში, ბოლო წლების მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. მომავალი წლიდან კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაგეგმილია უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამის განხორციელება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის.

ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას ყველანაირი პირობა შეუქმნას ერთის მხრივ, ხარისხიანი განათლების მიღებისათვის და მეორეს მხრივ, შექმნას შესაბამისი გარემო, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით.

განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და წარმატების გარანტია. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ წამოწყებას და ინიციატივას, რაც ახალგაზრდა თაობის განათლებას ემსახურება. წლებია, ასეთ მნიშვნელოვან, კეთილშობილურ საქმეს ემსახურება პროექტი „ეტალონი“ და მსურს, ვუსურვო წარმატება, როგორც უშუალოდ პროექტს, ასევე, ჩვენს ერთობლივ თანამშრომლობას“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება