სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებს, წინასაახალწლო ღონისძიების გარეშე ხომ ვერ დავითხოვთ?! - დირექტორები დამდეგ ახალ წელს კოლეგებსა და ბავშვებს ულოცავენ
12-12-2022
-
+


სკოლებში წინასაახალწლო განწყობა ნელ-ნელა ისადგურებს და მიუხედავად იმისა, 2023 წლის შემობრძანებამდე არცთუ მცირე დროა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები უკვე იწყებენ სამზადისს, რათა უსაყვარლეს მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. აპირებენ თუ არა ღონისძიების ჩატარებას და რა მთავარი სურვილი აქვთ სკოლების დირექტორებს? – etaloni.ge-ს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესაუბრებიან.

გულჩოხრა გუსეინოვა, გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

გვინდა, ჩვენს მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ და ამიტომ, ვგეგმავთ, ყველა კლასში ჩავატაროთ მცირე „ბანკეტი“; უკვე დავიწყეთ კლასების გაფორმება და მომავალ წელს, მჯერა, არა მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, არამედ თითეულ ადამიანს ყველაფერი საუკეთესო ექნება - ლამაზ მომავალს ვუსურვებ ყველას.

არევიკ ქოჩოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს, წინასაახალწლო ღონისძიების გარეშე ხომ ვერ დავითხოვთ?! ამიტომ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები და დარწმუნებული ვარ, სადღესასწაულო ანწყობა ნამდვილად დაისადგურებს ჩვენს სკოლაში. კოლეგებსა და ბავშვებს ვუსურვებ, 2023 წელს მათთვის წარმატებები მოეტანოს და რაც მთავარია, ჯანმრთელობა გვქონოდეს, მე კი, როგორც სკოლის ხელმძღვანელი ვპირდები თითოულ მათგანს - მშობლიური სკოლა არდადეგების დასრულებას მოუთმენლად დაელოდება, რათა ახალი წლიდან, ახალი ენერგიითა და დიდი შემართებით, ერთად დავდგეთ განათლების მიღების არცთუ მარტივ, მაგრამ ფრიად საინტერესო გზაზე.

ტირუნ მელიქიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

წინასაახალწლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა ყველა კლასში დაგეგმილია გარკვეული აქტივობები და ასე, მხიარულად გავაცილებთ 2022 წელს. წარმატებებსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ბევრი წარმატება გველის.

ვარდუჰი მკრტჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე, როგორც სკოლის დირექტორი, ჩვენს მოსწავლეებს პირველ რიგში ვუსურვებ, იყვნენ უფრო ბეჯითები, ჩვენ კი, მასწავლებლები, თავს არ დავზოგავთ, რათა მივცეთ მათ საფუძვლიანი განათლება. მინდა, სადღესასწაულო განწყობა იყოს ყველგან.

ვოლოდია კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

წინასაახალწლოდ არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და სხვაგვარად წარმოუდგენელია - ჩვენს ბავშვებს სადღესასწულო განწყობა უნდა შევუქმნათ. ყველას ვულოცავ დამდეგ 2023 წელს და დარწმუნებული ვარ, წინ უამრავი წარმატება გველის.

მეიტი გაჯიევი, დმანისის მუნიციპალიტეტის, კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიებები აქამდე აკრძალული იყო, წელს კი მოგვეცა საშუალება, ჩვენს ბავშვებს სადღესასწაულო გამწყობა შევუქმნათ და ამიტომ, აუცილებლად ჩავატრებთ ღონისძიებას. წინასწარ ვულოცავ ყველას დამდეგ 2023 წელს - წარმატებები იყოს თითოეული ჩვენგანის თანმდევი.

გუსეინ მუსაევი, ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის, იფნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო და ღონისძიებასაც აუცილებლად ჩავატრებთ. მინდა. მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ბავშვების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, მოსწავლეებს კი უამრავ წარმატებას ვუსურვებ.

გაიანე მიქაელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

სადღესასწაულოდ, მცირე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ; დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც კმაყოფილები დარჩებიან, მე კი თითოეულ მათგანს უამრავ წარმატებას ვუსურვებ.

გამლეტ ისმაილოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის, ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს წინასაახალწლო ღონსიძიების გარეშე ვერ დავითხოვთ - გვინდა, სკოლიდან დადებითი ემოციები წაიღონ და სადღესასწაულო განწყობაც არდადეგების დასრულებამდე გაჰყვეთ. პედაგოგებს კი ვუსურვებ წარმატებას იმ დიდ საქმეში,რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება