| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, ატარებენ თემატურ ღონისძიებებს და ალამაზებენ სასკოლო ყოველდღიურობას.
ამის დასტურია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარებული აქტივობა, რომელსაც დამრიგებლები: მაკა ყორღანაშვილი და ხათუნა ქევხიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
„შემოდგომის ხვავიანი, ჭრელაჭრულა დღეების გაცილების ზეიმისთვის II „ა“ და III „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, ფერადი ფოთლებით, ხილით გააფორმეს საკლასო ოთახი და მოწვეულ მასწავლებლებს, ასევე მშობლებს საკუთარი შემოქმედება ანახეს:
ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მხიარული მინი-სპექტაკლი, მშობლების დახმარებით გააკეთეს თათარა და გაავლეს ჩურჩხელები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც მანავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია დიდებულიძემ მოგვაწოდა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას