| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
24-28 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული, რომელსაც შეუერთდნენ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები (III-XII კლასის ჩათვლით) და მასწავლებლები სლოგანით - „არ დაიჯერო ყალბი ამბავი!“.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის: 1) საინფორმაციო შეხვედრა მედიაწიგნიერების ცნობიერების ამაღლების კუთხით (მომხსენებელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-მანანა ჩინჩალაძე) 2) განხორციელებული პროექტის - „ისწავლე, რათა ამოიცნო!“ წარდგენა და გამოცდილების გაზიარება (პრეზენტატორი: ანა გოგოლაური) 3) აქტივობა - შექმენი რეკლამა, რომლის ფარგლებში III-V კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს რეკლამები, გაყიდეს წარმოსახვითი ნივთი და დაასკვნეს, რომ შესაძლებელია რეკლამა შეიცავდეს ყალბ ინფორმაციას, რათა უფრო მეტი მყიდველი ჰყავდეს. ასევე მოზარდებმა შეასრულეს აქტივობები - 4)„გახდი ჟურნალისტი“; 5) „გამოიყენე ვიზუალური მასალა“ და 6) „გაშეშებული კადრი“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველა აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ და გაიაზრეს, რომ მანამდე, სანამ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ ან გაავრცელებენ - დაფიქრდნენ, გადააფასონ, კრიტიკულად გაიაზრონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელონ საზოგადოებაში, რათა არ შეიყვანონ შეცდომაში ადამიანები.
მედიაწიგნიერების კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები და სკოლის დირექტორი. მათ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
„ვფიქრობთ, რომ სკოლაში მსგავსი ტიპის თემებზე საუბრები და აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას მისცემს საშუალებას კრიტიკულად შეაფასონ მიღებული ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას, კოლეგებს, კომუნიკაციების კომისიას მხარში დგომისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს!“,- გვეუბნებიან სკოლაში.
სკოლა კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველ ფოტო-მასალას გვთავაზობს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ დაცულია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა