სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

We are speaking about you, America- წყალტუბოს N1 სკოლაში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო
28-11-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა „ალბიონი“ მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - We are speaking about you, America, მოაწყო. 

მოსწავლეებმა ამერიკის, ამერიკელი ხალხისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სიღრმისერული და საინტერესო ინფორმაცია წარადგინეს, უპასუხეს კითხვებს, დოლურაში მოცემული სიტყვები კი ინგლისურად ახსნეს.

აქტივობებში ინგლისური ენის მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. კლუბის კურატორი - ლ.მანდარია, ხოლო ლიდერი ჯული კუბლაშვილია.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. 

„მადლიერება გამორჩეულია ადამიანურ ღირებულებათა შორის. ძალიან სასიამოვნო იყო მარიამ კოვზირიძის და სალომე ჟორჟოლიანის მიერ გიტარის თანხლებით შესრულებული ინგლისურენოვანი სიმღერა. ვიმოგზაურეთ ამერიკაში PP-ს გამოყენებით.
მიმდინარე სასწავლო წელს კლუბი ალბიონი მე-9ბ კლასის სახით არის წარმოდგენილი. მადლობა მათ აქტიურობისათვის. მადლობა ა.კირვალიძესა და მე-8გ კლასის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება