სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
28-11-2022
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე იყო, რასაც სკოლაში აქტივობები მიეძღვნა.

აქტივობები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინგა ამირჯანოვასა და ამავე სკოლის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, ჩატარდა. 

სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება, სადაც აღწერილი იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ინფორმაცია, გაიმართა დისკუსია, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი და ცოდნა ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრისას განხილულ იქნა ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები. მოსწავლეებმა იმსჯელეს ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებზე. შეხვედრა წარიმართა სამ ეტაპად, დასწრება იყო ნებაყოფლობითი. მას VII, VIII, IX, X კლასების, დაახლოებით, 50 მოსწავლე ესწრებოდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ინგა ამირჯანოვამ VII, VIII. IX, X კლასებში ჩაატარა გაკვეთილი-ლექცია თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“. ქალთა უფლებებზე მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და ნახატები მოამზადეს, რომლებიც შემდგომ სასკოლო სივრცეში გამოიფინა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა, სურვილის მიხედვით, ესსეები წარადგინეს.

სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა მსვლელობა, რომელშიც სოციალური მუშაკები, მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მსვლელობისას მოსწავლეებს თან ჰქონდათ საკუთარი ნახატები, სადაც გამოხატავდნენ სოლიდარობას ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ და აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს - არა ქალთა მიმართ ძალადობას!

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, მომზადდა ორი ვიდეორგოლი და ფოტომასალა, ერთ-ერთი მათგანი მსვლელობის ამსახველ კადრებს შეიცავს, ხოლო მეორე ვიდეორგოლში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებმაც პოზიცია - არა ძალადობას!, თავიანთ მშობლიურ ენაზე დააფიქსირეს. 

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება