სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოძაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „განთიადი“ საყმაწვილო ფესტივალზე დიდი წარმატებით წარდგა
25-11-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „განთიადი“ საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდნენ. 

მათ ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ქელეხი" მხატვრული ინსცენირება წარადგინეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პოეტისა და პუბლიცისტის მიხეილ გელაძის წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა. ის სანახაობით აღფრთოვანებულია და სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის. 

„ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი მეც და აღფრთოვანება ვერ დავფარე მოსწავლეთა გულმოდგინებასა და საშემსრულებლო ოსტატობაზე. იმ დროს, როცა სოფლის ახალგაზრდობა მოკლებულია ხელოვნების ცალკეული ჟანრებით გართობა-გათვითცნობიერებას, იზოლირებული და დაცილებული არიან ქალაქურ იდილიას, გართობასა და სხვა მსგავს ღონისძიებებს, ეს ბავშვები, სცენაზე, როგორც გამოცდილი პროფესიონალი მსახიობები, ცალკეულ თეატრალურ როლებს პირადად ასახიერებენ, შესანიშნავად ბაძავენ დიდ ხელოვანებს და ისეთ სცენებს ქმნიან, რომლებიც ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო  ამ სკოლის დირექტორს ბატონ არსენ შავაძეს, მოსწავლეთა ასეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში ჩართვისთვის, განსაკუთრებული აქტიურობისთვის სკოლათა შორის ამ სფეროში სახელისა და ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სახელისთვის. ასევე მადლობასა და ქებას იმსახურებენ: სცენარის ავტორი, მშობლიური ენისა ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ კოჩალიძე, რეჟისორი მარინე კოჩალიძე, მუსიკალური გამფორმებელი და პროდიუსერი ნანი თავართქილაძე, სცენოგრაფი შორენა ძირკვაძე, რეჟისორის თანაშემწე ციური  შავაძე. ( თითოეული მათგანი ავტოგრაფის  დიპლომით დაჯილდოვდა).
ასევე, ავტოგრაფის  დიპლოამებით დაჯილდოვდნენ დასის  წევრები: ნინი, ნინო, რამაზ, დათო, ლიკა ხოზრევანიძეები, იმედა, რენარი, ანა, თამთა, ლიზი, ელზა შავაძეები.
განსაკუთრებული მადლობის ღირსი არიან ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი, შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,არტ პორტალი", დირექტორი მიხეილ გაბაიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი. 
ნიშანდობლივია, აღინიშნოს ისიც, რომ ბოძაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასის ეს პირველი ავტოგრაფი როდია, გასულ სასწავლო წელს, ამავე დასმა ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე, ავტოგრაფის პროექტის ფარგლებში,   წარმოადგინა  გიორგი მეფის ლიტერატურული გასამართლება კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენას" მიხედვით, რასაც დიდი მოწონება და აღიარება ხვდა წილად.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, ყველა ნორჩ მსახიობს  ამაღლებული და საამაყო ქართველობისთვის, ქართული სცენის შეფასებისა და სიყვარულისთვის! მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიხარული და წარმატებები მათ სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში! მადლობა ბოძაურის საჯარო სკოლას ჩვენი კუთხის, ჩვენი ხეობის ასეთი საამაყო კუთხით წარმოჩენისთვის! გფარავდეთ ღმერთი!
უღრმესი და განუზომელი მადლობა ბატონო მიხეილ და  ყველა თქვენთაგანს ასეთი თბილი და გულწრფელი შეფასებებისათვის, რაც დიდ სტიმულს გვაძლევს და უფრო მეტად გვავალდებულებს მომავალი თაობების მიზანდასახულ განვითარებას და მათი საზოგადოებაში ღირსეულად დამკვიდრების საქმეში“,- აღნიშნავს პოეტი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება