TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასის მოსწავლეს კითხვის უნარების განვითარებაში? – რჩევები მშობლებს
10-12-2022
-
+


დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მშობლებს შეუძლიათ, დიდი წვლილი შეიტანონ კითხვის უნარის გაუმჯობესებაში, ამისთვის კი ბავშვის დავალდებულება და იძულებით წაკითხვა არაა აუცილებელი.

მშობლებს, რომლებსაც სურთ, რომ შვილს კითხვის უნარების განვითარებაში ხელი შეუწყონ, ამას საოჯახო საქმიანობითაც მოახერხებენ. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად შეგიძლიათ:

წარწერა პროდუქტებზე - კითხვის სწავლის ეს მეთოდი მარტივი და სახალისოა. მოიფიქრეთ თამაში, რომლის მიზანიც იქნება, რომ ბავშვმა წაიკითხოს სამზარეულოს პროდუქტებზე დაწერილი სიტყვები. მაგალითად: შაქარი, ფქვილი, წიწიბურა, კარაქი და ა.შ. თანდათან ბავშვი ყველაფრის წაკითხვას ისწავლის, რაც მის გარშემო იქნება. ასეთი თამაში შესაძლებელია ქუჩაშიც, სადაც ბავშვი შეხვდება აფთიაქს, მაღაზიას, სკოლას და სხვა დასახელების დაწესებულებებს, შემდეგ კი თამაშის „გართულებაც“ შეიძლება იმგვარად, მაგალითად, როგორიცაა აფიშებისა და სარეკლამო აბრების წაკითხვა.

ასოების და ბგერების სწავლა ჟურნალ-გაზეთებით - დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის ჟურნალ-გაზეთებში ან ბროშურებში დიდი და ფერადი შრიფტით დაწერილი სიტყვები ინტერესის გამომწვევია. თითი დაადეთ რომელიმე ასოს და სთხოვეთ ბავშვს, წარმოთქვას, აჩვენეთ, როგორ იწერება ესა თუ ის ასო და წარმოთქვით მკაფიოდ, ასე მას ასო-ბგერის დამახსოვრებაში  უკეთ დაეხმარებით.

წაუკითხეთ ხმამაღლა - შეარჩიეთ მარტივად წასაკითხი წიგნები. თავდაპირველად დამოუკიდებლად წაუკითხეთ ტექსტი, შემდეგ კი ეცადეთ, რომ ბავშვმა თქვენთან ერთად წაიკითხოს თითოეული სიტყვა. კითხვის დროს თითი დაადეთ სიტყვას, რათა მოსმენილთან ერთად მეხსიერებაში ვიზუალურადაც აღიბეჭდოს წარმოთქმული სიტყვა. წიგნის ხმამაღლა წაკითხვა ყოველდღიურ რიტუალად უნდა აქციოთ, ამით ბავშვები წინადადებების სწორად აგებას, სიტყვების წარმოთქმასა და  ბგერების აღქმის უნარს სწავლობენ, ხმამაღლა კითხვა აზროვნების განვითარების საუკეთესო გზაა.

წიგნის კითხვა იწყება ყდიდან - სთხოვეთ ბავშვს, წაიკითხოს საყვარელი წიგნის ყდაზე დაწერილი სიტყვები. აუხსენით წიგნის ელემენტები: სად წერია ავტორის დასახელება, სად - სათაური, სად იწყება მოთხრობა და სად მთავრდება, თუ წიგნი რამდენიმე მოთხრობას მოიცავს, აჩვენეთ სარჩევი და აუხსენით მისი ფუნქცია, დაათვალიერებინეთ ილუსტრაციები. ასე მას უფრო მეტად გაუღვივებთ წიგნის წაკითხვის სურვილს.

ეთამაშეთ „მასწავლებლობანა“ - ამ თამაშში მასწავლებელი ბავშვი უნდა იყოს, თქვენ კი დასაწერი დავალება შეცდომით უნდა შეასრულოთ. პატარა მასწავლებლის მიზანი კი თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების პოვნა და შესწორება იქნება.

წერილები და მოსაწვევები - როდესაც ბავშვმა ანბანი მეტ-ნაკლებად იცის, სთხოვეთ, მისწეროს წერილი საყვარელ ადამიანს (მეგობარს, ბებიას, თოვლის ბაბუას...) ასევე შესაძლებელია მოსაწვევი ბარათების შედგენა. ურჩიეთ, თავად დაწეროს მოსაწვევის ტექსტი და მოიპატიჟოს სტუმარი (დაბადების დღეზე, ახალი წლის წვეულებაზე ან სხვა რაიმე ღონისძიებაზე).

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით ბავშვები კითხვას სწავლობენ ხალისით, ინტერესითა და მოტივაციით. დაუშვებელია, რომ მშობელმა შეცდომის დაშვების შემთხვევაში ბავშვი დატუქსოს, დასაჯოს ან მას მკაცრად და უხეშად მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს მოტივაცია დაეკარგება და შესაძლოა კითხვა შესძულდეს კიდეც.

 


კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება