სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი მოსწავლის ცხოვრებაში საუკეთესო მაგალითად უნდა იქცეს“- გიორგი ნებიერიძე, „მომავლის ბიზნეს სკოლის“​ პედაგოგი
02-11-2022
-
+


ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლის“ ხარისხის მართვის მენეჯერისა და ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებლ გიორგი ნებიერიძესთვის პროფესია - „პედაგოგი“ ყველაზე საპასუხისმგებლო, ძვირფასი და საამაყოა.

რა აძლევს მოტივაციას? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა კითხვებზე საინტერესო პასუხებს გიორგი ნებიერიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ვერ გამოვარჩევ რომელიმეს, რადგან არ მიყვარს ფრაზებით საუბარი.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ყველა პროფესია საპასუხისმგებლოა და გულისხმობს პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, თუმცა პედაგოგობა არის გამორჩეული, რადგან გვიწევს ურთიერთობა იმ თაობასთან, რომლის მომავალიც დიდად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს ღირსეულ ნაბიჯებზე. მასწავლებელი უნდა იქცეს მოსწავლის საუკეთესო მაგალითად ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩემთვის პედაგოგის პროფესია ძალიან ძვირფასი და საამაყოა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ვფიქრობ, ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გულწრფელობა, ნდობა, იუმორის გრძნობა და რასაკვირველია, მათი უპირობო სიყვარული.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლის ასაკში, შესაბამისად, არც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა და არც პედაგოგიური, ამიტომ ხშირად ვითვალისწინებდი გამოცდილი კოლეგების რჩევებს. დიდ მადლობას ვუხდი მათ ამგვარი დამოკიდებულებისათვის.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- XXI საუკუნეში ნებისმიერ სფეროს უწევს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში არსებობისთვის ბრძოლა. ასევეა საგანმანათლებლო სფეროშიც, სადაც თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილია. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ვმუშაობ ისეთ სკოლაში, რომელიც დაარსებიდან მცირე დროის მიუხედავად, ახერხებს ამ სირთულეებთან გამკლავებას.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემთვის დიდი მოტივაციაა მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატებები და მათი მხრიდან გამოხატული მადლიერება.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- თანამშრომლობითი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სასწავლო გარემოა. ეს კი ხელს უწყობს ძლიერი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება