სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს სტატუსი სასწავლო წლის ბოლოს შეეცვლებათ - სავალდებულო ეტაპები
01-11-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა პროფესიული უნარების გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი იყო, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ მათ სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად.

სამინისტრომ სტატუსის ამაღლების მსურველთათვის მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი თუ რა მასალა უნდა შეიტანოს პედაგოგმა პროფესიულ საქაღალდეში, რა კომპეტენციის ფლობა უნდა დაადასტუროს და როდის აქვს უფლება წარსდგეს შესაფასებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა წინაშე.

რა ეტაპები უნდა გაიაროს სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა და როდის აისახება შეცვლილი სტატუსი?

დოკუმენტით ირკვევა, მას შემდეგ, როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის სრულყოფილი და  შესაბამისობაშია სასურველი სტატუსის მოთხოვნებთან, მან წერილობით უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის  შეფასების  შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

პორტფილიოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი  (2-3 ექსპერტი) შეისწავლის და შეაფასებს.

პედაგოგს ექსპერტთა ჯგუფის წევრების წინაშე თავად მოუწევს საკუთარი პორტფოლიოს წარდგენა. მასწავლებელი თითოეული მიმართულებით წინასწარ შედგენილი რუბრიკების გამოყენებით შეფასდება. შეფასების დონეებია -  დამაკმაყოფილებელი და გასავითარებელი.

მასწავლებელი, რომელიც ოთხივე მიმართულებით (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა) „დამაკმაყოფილებელი“ დონით შეფასდება, სტატუსს აიმღლებს.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიმე მიმართულება შეფასდა როგორც „გასავითარებელი“, ექსპერტთა ჯგუფი გასცემს წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს და მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების მოთხოვნის საშუალება მიეცემა მომდევნო სასწავლო წელს „გასავითარებელი“ სტატუსით შეფასებული მიმართულებით.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ მასწავლებლის შეფასება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool) აისახება ორი კვირის განმავლობაში. პედაგოგები სტატუს შეიცვლიან სასწავლო წლის ბოლოს.


იხილეთ ასევე:
პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება