სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბურჯი ერისა!“​- გუთურის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
28-10-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვითული საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა.

ამ დღის აღსანიშნავად, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელის, ნინო ნინიძისა და წევრების: ირმა ბერიძეს, სოფიო გიორგაძეს, მზია კალანდაძეს და ნანა კალანდაძეს ორგანიზებით ღონისძიება - „ბურჯი ერისა!“ გაიმართა.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა: მოეწყო კითხვის საათი, პრეზენტაცია იაკობის პროფესიული თუ ცხოვრებისეული დეტალების გათვალისწინებითა და ვიდეოჩანართით. მხატვრული კითხვა იაკობის ნაწარმოებების მიხედვით, საკუთარი ხელით შესრულებული ილუსტრაციები, გაზეთები და სხვ. პატარების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გააფერადა ეს დღე“, - აღნიშნეს სკოლაში.

იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მან საქართვეელოში  პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება