სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ესპანეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გაემგზავრებიან
25-10-2022
-
+


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. ამჯერად, ახალგაზრდები ესპანეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდებიან. 

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ქალაქ სარაგოსაში სამეცნიერო კონფერენციაზე - ICRY (International Conference  of Young Researches) მიემგზავრება. კონფერენცია 5-დან 9 ნოემბრამდე გაიმართება. ნაკრები ქართულ -ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების ბაზაზეა დაკომპლექტებული. მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს, კომპეტენტური ჟიურის წინაშე, ინგლისურ ენაზე წარადგენენ. 

ნაკრებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მამუკა მესხიშვილი და ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი უხელმძღვანელებენ.

ქართველი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ მათემატიკისა და ინფორმატიკის სექციებში.

  • მათემატიკა: გიორგი შაშიაშვილი, დავით მირზოიანი, ნიკოლოზ აბაშიძე, ნია გერგეშელიძე. 
  • კომპიუტერული მეცნიერებები: გიორგი მამალაძე, მარია ნიედენსი, გიორგი მელიქიძე , თორნიკე კირთხია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია 30-ედ გაიმართება და ფინალური ტურის 50 მონაწილიდან 8 საქართველოს წარმომადგენელი იქნება.

„ჩვენი გუნდი სარაგოსაში, ბარსელონის გავლით მიემგზავრება, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 10 და 11 ნოემბერს, მოსწავლეები დარჩებიან ბარსელონაში და დაათვალიერებენ მის ღირსშესანიშნაობებს. ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს ღირსეულად დაეცვას საქართველოს სახელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება