სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები შექმნეს
24-10-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე წარმატებით იმუშავეს. 

მოსწავლეებმა მარიამ ლომაშვილმა, ლანა ჩახუნაშვილმა და სოფო კოპალაძემ კომპლექსური დავალება - „ემიგრაცია“ შეასრულეს. მათ XIX-XX საუკუნეების ქართული ემიგრაციის მიზეზები მიმოიხილეს და პრობლემის გადაჭრის გზები გამოკვეთეს.

შემდეგ კი აღნიშნულ თემაზე მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები თავადაც შექმნეს.

მოსწავლეებმა დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშავეს, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ჩვენ მათ ნამუშევრებს უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველო ჩემო, დედაჩემზე ტკბილო!
გამაჩინა დედამ საქართველოს ხატად.
დავინახე თვალით საქართველოს კვალი
საქართველო ჩემო, რატომ დგახარ სახტად?!
მენატრება ის ადგილი, სადაც ფეხი დამიდგია,
მენატრება ჩემი ეზო, სადაც ხშირად გამივლია,
მენატრება ცა, ზურმუხტის ფერი
მენატრება ცა, რომელიც მელის.
დავრჩენილვარ უცხო ქვეყნად საქართველოს მონატრებით,
ბევრი ღამე მითევია ჩემი ქვეყნის ლანდად ქცევით,
ვეღარ ვნახე ვერც რიონი, აღარ მესმის მისი მღერა
ცრემლით ვივსებ თვალთა გუბეს, თითქოს მორჩა ჩემი ერა. (ლანა ჩახუნაშვილი)
 

გავიღვიძე, წარმომიდგა თვალწინ
ჩემი კუთხე, ჩემი ტკბილი კერა
გამახსენდა იმ გრძნობებით დაღლილს -
მიმოვრბოდით ჩვენს ეზოში ყველა.
გავიაზრე, რომ ეს გრძნობა ჩემში
იყო როგორც სამოთხეში სხივი
და ბუნების საჩუქარი თითქოს,
საიდანაც ვერ გამოვალ ვფიქრობ.
სადღაც შორს კი დავინახე ვიღაც,
გავიფიქრე, ნეტავ ეს ის არის?
მაგრამ უცებ გავახილე თვალი,
შემეფეთა დიდი შავი ბზარი,
საიდანაც გზა არ იყო არსად
არც სახლისკენ, არც შენამდე, კარგო,
და თვალები კვლავ დავხუჭე ისევ,
ჩვენ ვიყავით ჩვენს ტკბილ სახლში მარტო. (მარიამ ლომაშვილი)


გამარჯობა. როგორ ხარ? აქ ისეთი მოსაწყენია! მენატრება საქართველო. მენატრება მისი ქუჩები, შენობები, სახლები. ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ ვზივარ ქუთაისის რომელიმე პარკში და მორბენალ ბავშვებს ვუყურებ. შენც მახსენდები ხოლმე. ისე ერთობოდი ჩემ გარეშე? ეგრეც უნდა იყოს.
მახსენდება, მე და შენ როგორ ვსეირნობდით მინდორზე. როგორ დავლაშქრავდით საქართველოს რომელიმე მთას. როგორ ვისმენდით ბებიებისგან მათი ბავშვობის ისტორიებს. ზოგჯერ მგონია რომ მთვარე ასრულებს შენს მოვალეობას ჩემს ცხოვრებაში და როგორც მეგობარი, მისმენს, მელაპარაკება საქართველოზე და მეც დიდი სიამოვნებით ვუგდებ ყურს. ვუყვები ხოლმე ჩემს განცდებზე და ისიც მისმენს.
ახლა ჯობია წერა შევწყვიტო. გიგზავნი უდიდეს სიყვარულს, დაბრუნების იმედით.
ნახვამდის. (სოფო კოპალაძე)

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება