სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიცი, ვფლობ და გიზიარებ ცოდნას“ - საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლე ნიკა კაიკაციშვილი თანატოლებს ფანდურის დაკვრის სწავლაში ეხმარება
21-10-2022
-
+


ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ყოველთვის სიხარულით უზიარებენ.

ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლემ, ნიკა კაიკაციაშვილმა სურვილი გამოთქვა თანატოლებისთვის საკუთარი ცოდნა გაეზიარებინა და ფანდურის დაკვრის შესწავლაში დახმარებოდა. მსურველთა სია შედგა და მესამე, წარმატებული მეცადინეობაც ჩატარდა.

აღნიშნული ინიციატივა თვითმართველობიდან წამოვიდა, რომლის სლოგანიც - „ვიცი, ვფლობ და გიზიარებ ცოდნას“ გახლავთ. მოსწავლეებისგან აღნიშნულ დევიზს გამოხმაურება მოჰყვა და შედეგად ნიჭიერი ბავშვები ფანდურზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლებიან.

სკოლაში ნიკა კაციაშვილის წამოწყება ძალიან ახარებთ და მის პროფესიონალიზმს აღნიშნავენ, თუ რა ოსტატურად უტარებს იგი თანატოლებს გაკვეთილებს.

„გაოცებული და ამაყი ვარ ნიკა კაიკაციშვილი თქვენით. რა ოსტატურად, პროფესიული კუთხითაც გამართულად ატარებ მეცადინეობებს. მჯერა, შენი ნაღდი ქართველობის. ჯანსაღი ურთიერთობების, მეგობრობის და სიყვარულის, რის გარეშეც არ გამოვიდოდა ეს წამოწყება.

წარმატებებს გისურვებთ. უფალი გფარავდეს. გვიმრავლოს თქვენნაირი მომავალი თაობა! განათლება და ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება