სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგმა ვალერიან ფიფიამ, მოსწავლეებთან ერთად, გარემოსდაცვითი აქტივობა გამართა
21-10-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ნახსენებ საკითხში მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდას ემსახურება სკოლაში განხორციელებული ბევრი პროექტი თუ აქცია.

ეკოკომიტეტის წევრის ბიოლოგიის მასწავლებლის, ვალერიანე ფიფიას ინიციატივით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა - აქცია შედგა. პედაგოგი მოსწავლეებს - „წითელ წიგნზე“ და საშიშროების წინაშე მდგარ მცენარეთა სახეობებზე ესაუბრა.

მასწავლებელმა პირველკლასელებს გადაშენების პირას მყოფი მცენარეები - წაბლი და მუხა გააცნო, საკუთარი მეურნეობიდან სკოლას წაბლისა და მუხის ნერგები გადასცა და რომლებიც პირველკლასელებთან ერთად ეზოში დარგო, ასევე, დათესეს წაბლი. 

აღნიშნულ აქციაში პირველი კლასის ბუნებისმეტყველების პედაგოგი, მთვარისა ფიფია, ბავშვების დამრიგებელი თინათინ მიქავა და ეკოკომიტეტის წევრი რობერტ გელოვანი მონაწილეობდნენ

„პატარები ხალისით შეუდგნენ ნერგების დარგვას... ასევე დათესეს წაბლი. როდის მოისხამს დარგული წაბლი - აინტერესებთ პატარებს. სკოლის ეზო მწვანე საფარით მშვენდება“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება