სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტანძიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
20-10-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს. საკლასო ოთახი სხვადასხვა დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს

„პირველკლასელები ნინო მასწავლებელმა „აი იას ფერადი ზეიმით" გაახარა. ათასფერა ყვავილით მორთული, ყველასთვის ძვირფასი, ახლობელი, სასიამოვნო დასაწყისთან გაიგივებული პირველი ორი სიტყვა „აი“, ია" და პირველი ულამაზესი წინადადება - „აი ია", თავმომწონედ ყელყელაობდა პირველ კლასში და პატარებს გულებს და მზერას უთბობდა.
პატარებმა,ნინო მასწავლებელთან ერთად, კიდევ ერთხელ, სათითაოდ, გადააყოლეს თითები უწიგნესი ,,დედა ენის“ ჯადოსნურ აი იას, კედელზე გაკრულ დიდ ნახატზეც მიეფერნენ მას... ტკბილითაც ჩაიტკბარუნეს პირი და ბევრი ლამაზი ფოტოც შემატეს შეუდარებელი ბავშვობის ალბომს. პირველი კლასის სიფერადეებით ჩვენც გავიხალისეთ შემოდგომის ერთი ვერაფერად მზიანი დღე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება