სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგ ინგა ხარჩილავას საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა
20-10-2022
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ინგა ხარჩილავა დაჯილდოვდა. 

მას მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, პედაგოგის დღესთან დაკავშირებით, საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებელია. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„მისი მოღვაწეობა საამაყო და გამორჩეულია ფუნდამენტური მიდგომებით პროფესიაში. ეროვნული მუხტის მატარებელი, სამართლიანობისთვის მედგრად მებრძოლი ბუნებით მშვენიერი ქალბატონი ყოველდღიურად ამტკიცებს მოსწავლეებში, რომ პატრიოტობასა და ქართველობას ღირსეული ტარება მართებს! მან თავისი ნოვატორული და კრეატიული მიდგომებით, საერთაშორისო მასშტაბით დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საგანმანათლებლო საზოგადოებაში! მის გამოჩენას ინტერნეტსივრცეში სიხარულით ელიან მისი კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც მშვიდობის ელჩი ქალბატონი ინგა სიყვარულით უამბობს მათ თავის კოპწია სამშობლოზე, ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეებზე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, სკოლაში გაიმართა ცოდნის დღესასწაულიც, რომელშიც ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი უნარების განვითარება მასწავლებლთა მთავარი საზრუნავია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება