სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვატიის საჯარო სკოლის პედაგოგი სოსლან სურმანიძე მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
20-10-2022
-
+


დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის პედაგოგი სოსლან სურმანიძე საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობდა. 

დირექტორებისა და ადმინისტრაციის წევრების პირველი მუნიციპალური კონფერენცია - „ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გამოწვევები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის  სკოლებისათვის და მართვის საუკეთესო პრაქტიკა“, მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდა. 

მისი მიზანი იყო სკოლის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, დირექტორთა და ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება. სკოლებში არსებული პრობლემების, გამოწვევების, სასკოლო დროს სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევების, ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის იდენტიფიკაცია-გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების შემოთავაზება. საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლება, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, მაღალი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება.

სოსლან სურმანიძე მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთო, მას შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება