წნორის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს
20-10-2022
დაკოპირებულია
-
+
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის პირველია კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მასწავლებელმა მარიამ აბულაშვილმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.