სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლა საერთაშორისო გარემოსდაცვით ესტაფეტაში ჩაერთო
20-10-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა საერთაშორისო ესტაფეტაში ჩაერთო. 

ესტაფეტა 30 სექტემბერს გლაზგოში დაიწყო, ის 38 დღის განმავლობაში გაგრძელდება და შარმ-ელ-შეიხში დასრულდება. აღნიშნული მარათონის მიზანია, პროექტში ჩაერთოს მილიონზე მეტი ახალგაზრდა და განმანათლებელი, რათა გადაწყვეტილებების მიმღებთ კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილი გადასცენ. 

პროექტის ფარგლებში, ქიმიის მასწავლებელის ლამზირა ონიანის ინიციატივითა და სპორტის მასწავლებელის ალუდა ხაბულიანის ხელშეწყობით, მოსწავლეებმა ეკოლოგიურად სუფთა მასალის მარათონის ჯოხი დაამზადეს, რომელშიც ჩაიდო გზავნილი: „ყოველ წელს დარგე 1 ხე!“

გარდა ამისა, ლამზირა ონიანმა მოსწავლეებსა და კოლეგებს კლიმატის ცვლილებაზე საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა. 
მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილებზე ნახშირბადის კვალი დაიანგარიშეს და სკოლაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სამოქმედო გზები შეიმუშავეს.

ასევე, გაიწერა საინტერესო აქტივობები, რომლებიც თანდათანობით განხორციელდება.
 
იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება