სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
20-10-2022
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილზე დაიწყეს. 

მოსწავლეებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ეკა ნიკოლეიშვილი​ს ხელმძღვანელობით დაიწყეს.

ბავშვებს საზეიმო გაკვეთილზე განსაკუთრებულად და თემატურად გაფორმებული გარემო დახვდათ, რომელმაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

პირველკლასელები მასწავლებლის შეთავაზებულ აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთნენ და სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო გაკვეთილს თავად სკოლის დირექტორი  ლეილა კუბლაშვილი​ სხვა პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა.

დირექტორმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ ჩვენს პატარებს ანბანეთში შებიჯებას. მჯერა, მათი გულმოდგინების, შრომისმოყვარეობის და მონდომების. ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას და ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ლეილა კუბლაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება