| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის I კლასში საანბანო პერიოდის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიეძღვნა.
წელს სკოლას ორი პირველკლასელი ჰყავს, რომელთა მოტივაციაზე სკოლაში განსაკუთრებულად ზრუნავენ. პედაგოგმა ეკატერინე მაისურაძემ, რომელიც ამავე დროს სკოლის დირექტორი გახლავთ, პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. დამრიგებელმა მოსწავლეები მრავალფეროვან სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართო და პატარებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
პირველკლასელები ქართული ანბანის შესწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ და საყვარელ დამრიგებელსა და სკოლას არაერთხელ ასახელებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა