სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მასწავლებლები“ - დისველის საჯარო სკოლაში პედაგოგებს ღონისძიება მიეძღვნა
20-10-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, სიტყვა წარმოთქვეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს. მოსწავლეების დევიზი იყო - „ჩვენ გვიყვარს ჩვენი მასწავლებლები“. 

ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ირმა ბურდული იყო.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

„მასწავლებლისადმი სიყვარულის გამოხატვა მარტო ერთი დღის მიზანი როდია. ცივილური და ადამიანური უერთიერთობების გათვალისწინებით, პედაგოგს პატივისცემა სჭირდება სწორედ ისე, როგორც მოსწავლეს. ეს ყურადღება მეტად გამხნევებს, ძალას, მოტივაციას გაძლევს და გიბიძგებს ახალი მწვერვალებისკენ. სწორედ ეს სიყვარული გამოხატეს მოსწავლეებმა. ღონისძიება გამოვიდა საინტერესო და მეტად თბილი, რომელიც აისახა მასწავლებლების გუნება-განწყობილებაზე. მადლობა მათ ყურადღებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება