| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხებით გაიმართა ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება,რომელსაც წმინდა სინოდის მღვდელთმთავრები საგანმანთლებლო და სამთავრობო უწყებების წრამომადგენლები ესრებოდნენ.
გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასკოლო ღონისძიება გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს დაამთხვიეს. სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ჯერ მეუფის მიერ უბისის ეკლესიაში ჩატარებულ წირვას დაესწრნენ შემდგომ კი გიმნაზიაში დაბრუნდნენ და სადაც მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით დამსწრე საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც შთამბეჭდავი მოგონებები უსახსოვრეს.
როგორ დირექტორმა აღნიშნა, ღონისძიებაში პირველიდან მეთორმეტე კლასისი ჩათვლით ყველა მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი იყო ჩართული. სკოლის ტერიტრიაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა ტიპის თემატური კუთხეები, რომელიც ტრადიციული დეტალებით იყო გაფორმებული. აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა ტრადიციული საგალობლები და ცეკვები, რომლებსაც ისინი ასრულდებდნენ.
საბოოლოდ საშემოდგომო ღონისძიება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში შემოდგომის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა როგორც მოსწავლეებისთვის ისე ღონისძიებაში მონაწილე თითოული ადამიანისთვის.
იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა